ნაშთები დასახელებების მიხედვით
| დასახელება | კოდი | ერთეული | რაოდენობა | ერთეულის თვითღ. ₾ | შეფუთვა | შეფუთვის რაოდ. | სულ თვითღ. ₾ | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| იტვირთება… | ||||||||
საწყობების ჭრილი
რაოდენობა ზუსტია; თვითღირებულება მიახლოებითია — ერთეულის საშუალო თვითღირებულება × საწყობში არსებული რაოდენობა (წიგნი თვითღირებულებას საწყობების მიხედვით არ ყოფს).
წიგნში თვითღირებულება დგას, საწყობში რაოდენობა არა
ეს დასახელებები ბუღალტრულ წიგნში მარაგის ანგარიშზე ნაშთით დგას, მაგრამ საწყობის ნაშთებში რაოდენობა ნულია ან არ ფიქსირდება — ჩვეულებრივ, თვითღირებულების წვრილი ნარჩენი უკვე გაყიდულ საქონელზე. სიაში არ არიან და ჯამში არ შედიან.
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები
რაოდენობა — ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“, საწყობის ნაშთები (Stocks) ყველა საწყობის ჩათვლით: მთავარი, მუხრანის, საბაჟო, მედიკამენტების, კონტეინერები, წუნდებული/ვადაგასული/ჩამოსაწერი და ზედნადებების საწყობი. რაოდენობაზე მიტანისას საწყობების ჭრილი ჩანს; საწყობის არჩევით სია მხოლოდ იმ საწყობს აჩვენებს. უარყოფითი რაოდენობა წიგნის შეცდომაა (გაყიდვა შემოსვლამდე დაფიქსირდა) და წითლად ჩანს.
თვითღირებულება — ბუღალტრული წიგნის მარაგის ანგარიშების (1610 საქონელი, 1680 სამშენებლო მასალები და სხვ.) ნაშთი დასახელების ჭრილში; ერთეულის თვითღირებულება = ნაშთი / რაოდენობა, ანუ საშუალო შეწონილი. მარაგზე ჯერ გაუნაწილებელი დამატებითი ხარჯები (ტრანსპორტი, ტერმინალი — ანგარიში 1690) სტრიქონებში არ შედის; ჯამი ქვემოთ წერია. თუ დასახელებას წიგნში ნაშთი არ უდგას, თვითღირებულების სვეტში „—“ არის.
შეფუთვა — ბალანსში შეფუთვა შევსებული არ არის. სისტემა დასახელებიდან გამოიცნობს („(20 კგ)“, „5ლ“, „ბოთლი 100 გრამიანი“…); ასეთი მნიშვნელობა წყვეტილი ხაზით არის ხაზგასმული. ფანქრის ღილაკით შეფუთვის ტიპი და ერთ შეფუთვაში რაოდენობა ხელით იწერება — ხელით ჩაწერილი ✎ ნიშნით ჩანს, ინახება კოდით და ყოველდღიური განახლება მას არ შლის. შეფუთვის რაოდენობა = რაოდენობა / ერთ შეფუთვაში რაოდენობა.
ნულოვანი ნაშთი — ღილაკი „ნულოვანი ნაშთის გამოჩენა“ სიას უმატებს ცნობარის საქონელს (მომსახურების გარეშე), რომელსაც არც ერთ საწყობში რაოდენობა არ აქვს; ასეთი სტრიქონები ღია ფერითაა. ჯამის სტრიქონში რაოდენობა ყველა ერთეულს ერთად კრებს — ერთეულების ჭრილი ≡ ნიშანზე ჩანს; შეფუთვის რაოდენობის ჯამში მხოლოდ ის დასახელებები შედის, რომლებსაც შეფუთვა აქვს მითითებული.
სია ახლდება ყოველ საღამოს 20:05-ზე, კვირის გარდა.