| იტვირთება… |
მონაცემების შესახებ — წყარო და დათვლის წესი
წყარო: საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი". თითოეულ მანქანას თავისი ხარჯის ანგარიში აქვს — 7481.01, 7481.02 და ა.შ., დასახელებით „ავტომობილის რემონტის ხარჯი-IN800TR". ცხრილში ის მანქანები ჩანს, რომლებსაც ასეთი ანგარიში გახსნილი აქვთ; ახალ მანქანას ანგარიშის გახსნისთანავე ავტომატურად ემატება სტრიქონი.
რა ითვლება: თვის უჯრაში იმ თვეში ამ ანგარიშზე დებეტში გატარებული თანხების ჯამია ლარში (შესყიდვის დოკუმენტის თარიღით, დღგ-ს გარეშე — ისე, როგორც ბუღალტერიაშია). სტორნო ან კორექტირება, თუ იქნება, თანხას აკლებს. უჯრები მთელ ლარშია; დაწკაპუნებით იხსნება იმ თვის გატარებების სია — თარიღი, რა შეიძინეს ან რა მომსახურება იყო, მომწოდებელი და ზუსტი თანხა თეთრებით.
„% ღირებ.": წლის სარემონტო ხარჯი გაყოფილი მანქანის საბალანსე (ნარჩენ) ღირებულებაზე — ძირითადი საშუალების ბარათის შესყიდვის ღირებულება მინუს დარიცხული ცვეთა, ისე, როგორც „ფინანსები → ძირითადი საშუალებები" გვერდზეა. პროცენტზე კურსორის მიყვანით ჩანს თვითონ ღირებულებაც. ბარათი მანქანას დასახელებაში ნომრით ერგება, ხოლო სადაც ბარათს მოდელი ჰქვია, კავშირი ხელითაა ჩაწერილი; მანქანა, რომელსაც ბარათი არ აქვს (დამტვირთველი, BK171KB), აქ ტირეს აჩვენებს.
„დამტვირთველი": ავტოდამტვირთველის რემონტის ანგარიშია (7481.09) — სახელმწიფო ნომერი არ აქვს, ცალკე სტრიქონად ჩანს. ისეთი ნომრები, რომლებიც ავტო პარკის სიაში არ არიან (მაგ. BK171KB), მაინც ჩანს, თუ ბუღალტერიაში ხარჯი გატარებულა.
განახლება: ყოველ საღამოს, ორშაბათიდან შაბათამდე, 20:25-ზე — მას შემდეგ, რაც ბალანსის დღის გატარებები ჰეტცნერის სერვერზე დაკოპირდება. მიმდინარე თვე ბუნებრივად არასრულია; ბოლო გატარებული დღე ცხრილის ქვეშ წერია.