სალაროების ნაშთები
| აპარატი | ადგილმდებარეობა | პასუხისმგებელი | ანგარიში | ნაშთი | როდიდან | |
|---|---|---|---|---|---|---|
| იტვირთება… | ||||||
ანგარიშვალდებული პირები — სალაროს ფული
| პირი | ნაშთი | ყველაზე ძველი | დღე |
|---|---|---|---|
| იტვირთება… | |||
ანგარიშვალდებული პირები — ავანსი და სესხები
| პირი | ნაშთი | ყველაზე ძველი | დღე |
|---|---|---|---|
| იტვირთება… | |||
მონაცემების შესახებ — წყაროები და დაშვებები
რას ამოწმებს ეს გვერდი: სალარო აპარატში შემოსული ნაღდი მართლა უნდა მოხვდეს ბანკში. ჯაჭვს ორი გარე, პირველადი წყარო ამოწმებს — Z-ანგარიში მხოლოდ rs.ge-დან და ბანკში შეტანა მხოლოდ ინტერნეტ-ბანკის ამონაწერიდან; ბუღალტრული წიგნი შუა რგოლია და სწორედ ის მოწმდება, რადგან წიგნი თავისთავს ვერ ამოწმებს — ორმაგი ჩაწერა ყოველთვის დაბალანსდება.
ჯაჭვის სამი რგოლი: ① Z-ით დაფიქსირებული ნაღდი უნდა გადავიდეს ანგარიშვალდებულ პირზე (დბ 1430 / კრ 1110.xx); ② პირს ბანკში შეტანილი უნდა ჰქონდეს — ამონაწერში შემტანს პირადი ნომრით ვცნობთ (TBC-ს დანიშნულებაში წერია, BOG-ში სახელი), პირადი ნომერი rs.ge-ს რეესტრით ითარგმნება სახელად და წიგნის ანალიტიკას ედრება; ③ რაც არ შესულა, 1430-ზე ნაშთად რჩება და ქვემოთ, პირის სახელზე ჩანს.
რაც 1430-დან სხვა ანგარიშით იხურება — ხელფასი (3130), მომწოდებელი (3110), ხარჯი (7470) — ხარვეზად არ ითვლება და შეტყობინებას არ იწვევს; ჯაჭვის ცხრილში ცალკე სვეტად ჩანს. ამ ჩანაწერების სისწორის კონტროლი ცალკე ამოცანაა.
ნაშთები ბუღალტრული წიგნიდან მოდის — სალაროების (1110.xx) და ანგარიშვალდებული პირების (1430) ანგარიშები, ყოველ საღამოს 20:00-ზე, ბუღალტრების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.
რატომ უნდა იყოს სალაროს ნაშთი ნული: წიგნი სალაროს ყოველ დღე ცლის — ნავაჭარი იმავე დღეს ანგარიშვალდებულ პირზე გადადის, იქიდან კი ბანკში. ამიტომ აპარატის არანულოვანი ნაშთი თავისთავად შესამოწმებელია, თანხის სიდიდის მიუხედავად; ხოლო ბანკში ჯერ შეუტანელი ნაღდი ქვემოთ, პირის სახელზე ჩანს.
„არა თანამშრომელი“: ანგარიშვალდებულ პირს ვადარებთ Google Drive-ის ფაილს „თანამშრომლების სია“ (ფოლდერი „თანამშრომლები“) — ეს არის ერთადერთი წყარო, რომელიც წყვეტს. ვინც სიაშია, თანამშრომელია; ვინც არა — სახელის გვერდით ნიშანი აქვს მიწერილი. rs.ge-ს დასაქმებულთა რეესტრი გადაწყვეტილებას არ ცვლის, მხოლოდ ახსნას ამატებს ნიშანზე მიტანისას: როდის შეწყდა ხელშეკრულება, ან — პირიქით — რომ რეესტრში ისევ აქტიურია და სია შესავსებია. შედარება სახელზეა, რადგან წიგნი პირად ნომერს არ ინახავს; როცა სახელი ერთმნიშვნელოვნად ვერ დაემთხვა ან სია ხელმისაწვდომი არაა, ნიშანი არ ჩნდება.
აპარატები, ადგილმდებარეობა და პასუხისმგებელი პირი: Google Drive, ფოლდერი „სალარო“ — ფაილი „სალარო აპარატები.xlsx“. ვინ ახდენს ინკასაციას, ბანკის ამონაწერიდანაა დადგენილი (შემტანი პირადი ნომრით ჩანს, აპარატის ნომერი — არა), ერთჯერადი მოკვლევით. ძახილის ნიშანზე მიტანისას ჩანს როგორც აპარატის შენიშვნა, ისე დანარჩენი ინკასატორები.
ნაშთის გაშიფვრა: ანგარიშვალდებული პირის ნაშთზე დაჭერით იხსნება ფანჯარა, სადაც ჩანს, რომელი გატარებები ქმნიან ამ თანხას — თარიღი, დოკუმენტი, შინაარსი და ის ანგარიში, საიდანაც ფული პირზე გადმოვიდა (სალარო 1110.xx, ბანკი 1210.xx ან სხვა). ნაშთი FIFO-თი იშლება: ყოველი შემოტანა ან ჩამოწერა ყველაზე ძველ გაცემას ხურავს, ამიტომ ღიად ბოლო გაცემები რჩება. თუ პირმა მეტი შემოიტანა, ვიდრე გაეცა, ფანჯარა ამ დაუფარავ შემოტანასაც ცალკე აჩვენებს.
ოთხ აპარატს ბუღალტრულ წიგნში ანგარიში არ აქვს — სამი ახალია, ერთი ძველი და გამორთული; მათი ნაშთის ველი ცარიელია.