Intraco

Intraco HQ

შიდა მართვის დეშბორდი — მხოლოდ მოწვეული თანამშრომლებისთვის

← ფინანსებზე დაბრუნება

ძირითადი საშუალებები

კომპანიის ძირითადი საშუალებები ბუღალტრული წიგნიდან — ღირებულება, ცვეთა, ნარჩენი ღირებულება

უძრავი ქონება

იტვირთება…
მისამართი საკადასტრო კოდი ფართობი მ² შესყიდვის თარიღი 1 მ² ფასი $ შესყიდვის ღირებულება $
იტვირთება…
იტვირთება…
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები

ბოქსები — უძრავი ქონება (ანგარიში 2111) ცალკე, ზემოთ; დანარჩენი ოთხ ბოქსადაა: სატრანსპორტო საშუალებები (2180/2181), არამატერიალური აქტივები (2191), არარეალური ძირითადი საშუალებები და სხვა (მანქანა-დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა, ავეჯი და ინვენტარი). „არარეალური" ხელით შედგენილი სიაა და ყველა დანარჩენ ბოქსზე მაღლა დგას — ამ სიაში მოხვედრილი ერთეული თავის ჯგუფში აღარ ჩანს. სიის შეცვლა ხდება სერვერზე (unreal.json), შემდეგ საღამოს განახლებაზე აისახება. ზემოთ ჩიპებში ჯამები მთლიან სიაზეა, უძრავი ქონების ჩათვლით.

სია — ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“, ბუღალტრული წიგნის ძირითადი საშუალებების ანგარიშები (2111 მიწის ნაკვეთები, 2151 მანქანა-დანადგარები, 2160/2161 ოფისის აღჭურვილობა, 2170/2171 ავეჯი და ინვენტარი, 2180/2181 სატრანსპორტო საშუალებები, 2191 არამატერიალური აქტივები) ბარათის ჭრილში. ბარათი, რომელსაც არც ღირებულება და არც ცვეთა აღარ უდგას (ჩამოწერილი), სიაში არ არის.

შესყიდვის ღირებულება — ანგარიშის ნაშთი ბარათზე, ანუ თვითღირებულება კაპიტალიზებული ხარჯებით (მაგ. ავტომობილის გადაფორმების მოსაკრებელი). აკუმულირებული ცვეთა — ცვეთის ანგარიშის (22xx) კრედიტული ნაშთი იმავე ბარათზე; ნარჩენი ღირებულება = ღირებულება − ცვეთა. მიწა არ იცვითება.

შესყიდვის თარიღი — ბარათზე პირველი გატარების თარიღი. წიგნი 31.12.2025-ის საწყისი ნაშთებით იწყება, ამიტომ მანამდე შეძენილ საშუალებებზე თარიღი უცნობია და „2025-მდე“ წერია; ბალანსის ბარათებზე შესყიდვის თარიღი და ფასი შევსებული არ არის, სადაც ცვეთის დაწყების თარიღი დგას, ის ჩანს ბ ნიშნით.

უძრავი ქონება — 2111 ანგარიშის მიწის ნაკვეთები. საკადასტრო კოდი და მისამართი ბალანსში მხოლოდ დასახელების ტექსტშია და იქიდან იკითხება; ფართობი — წიგნის რაოდენობა (მ²). ღირებულება დოლარში: სადაც გარიგება დოლარში იყო, წიგნის ვალუტის თანხა; სადაც ლარში დგას, ≈ ეროვნული ბანკის კურსით შესყიდვის თარიღზე (საწყისი ნაშთისთვის — 31.12.2025-ის კურსით), წყვეტილი ხაზით. ღირებულება ლარში ძახილის ნიშანზე მიტანით ჩანს. 1 მ² ფასი = ღირებულება დოლარში / ფართობი; ჯამის ხაზში საშუალო შეწონილია. ფანქრის ღილაკით შესყიდვის თარიღი, მისამართი, საკადასტრო კოდი, ფართობი და დოლარის ღირებულება ხელით იწერება — ხელით ჩაწერილი ✎ ნიშნით ჩანს და ყოველდღიური განახლება მას არ შლის. წესი: თარიღის ჩაწერისას დოლარის ღირებულება ავტომატურად გადაითვლება იმ დღის ეროვნული ბანკის კურსით; თუ დოლარის თანხაც ხელით იწერება, ის უპირატესია.

სია ახლდება ყოველ საღამოს 20:10-ზე, კვირის გარდა.