დავალიანება კომპანიების მიხედვით
| კომპანია | ქვეყანა | დავალიანება | ვალუტა | გადახურული, ₾ | |
|---|---|---|---|---|---|
| იტვირთება… | |||||
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები
წყარო: ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ — გატარებების ჟურნალი, არარეზიდენტი მიმწოდებლების ანგარიშები 3110.02, 3110.03, 3110.05 და მათზე გაცემული ავანსი 1482. თანხა ისეა, როგორც წიგნშია ვალუტაში (გატარების ვალუტის სვეტი) — კურსით აქ არაფერი ითვლება. მიტანისას ჩანს ლარის ეკვივალენტიც წიგნის მიხედვით, გადაფასების ჩათვლით.
კრედიტორი = კომპანია, რომელსაც წიგნის მიხედვით ჩვენ გვმართებს: ვალდებულების ანგარიშის ნაშთს აკლდება იმავე კომპანიაზე გაცემული ავანსი. თუ სხვაობა ჩვენს სასარგებლოდაა, კომპანია ქვემოთ, „წინასწარ გადახდილი“ ბლოკშია. ერთი კომპანია ორ ვალუტაში — ორი სტრიქონი.
გადახურვა დებიტორებთან: თუ იგივე კომპანია (საიდენტიფიკაციო კოდით) მყიდველიცაა და ისიც გვმართებს, ორი ვალი ერთმანეთს ფარავს ლარის ეკვივალენტში. კომპანია მხოლოდ იმ სიაში ჩანს, სადაც თანხა მეტია — გასუფთავებული ციფრით; ვალუტის თანხა იმავე პროპორციით მცირდება, „გადახურული“ სვეტში ლარშია, რამდენით შემცირდა. თუ მისი ვალი მეტია, კომპანია დებიტორებში რჩება და აქედან გადის.
ქვეყანა ბალანსის მიმწოდებლების ცნობარიდანაა (იურიდიული მისამართის ველი). ტირე ნიშნავს, რომ ბალანსში ქვეყანა არ წერია — ეს ბუღალტერიაშია შესავსები, გვერდი თვითონ არაფერს ვარაუდობს.
განახლება: ყოველ საღამოს 20:00-ზე, კვირის გარდა — წიგნის საღამოს სინქრონის შემდეგ. თუ წიგნის სარკე 30 საათზე მეტია არ განახლებულა, სათაურის ქვეშ „ძველი მონაცემი“ ნიშანი ჩნდება.