Intraco

Intraco HQ

შიდა მართვის დეშბორდი — მხოლოდ მოწვეული თანამშრომლებისთვის

← CRM-ზე დაბრუნება

კლიენტები

ვისაც წელს ერთხელ მაინც უყიდია — RS.ge-ს გაცემული ზედნადებების მიხედვით

კლიენტების სია

დასახელება, კოდი, იურიდიული ფორმა, რეგიონი, რაიონი, დასახლება, ლოკაციის ლინკი
იტვირთება…
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები

ვინ არის სიაში: ყველა მყიდველი (საიდენტიფიკაციო კოდით), რომელზეც მიმდინარე წელს RS.ge-ზე გაცემულია ერთი აქტიური ან დასრულებული ზედნადები მაინც (ტიპი: ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე, დისტრიბუცია). შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება და გაუქმებული ზედნადებები არ ითვლება. „ზედნადებები“ და „ბრუნვა“ სვეტები ამ ზედნადებების რაოდენობა და ჯამური თანხაა.

იურიდიული ფორმა დასახელების პრეფიქსიდან გამოდის (შპს, სს, სსიპ, ააიპ, ი/მ…). 11-ნიშნა კოდი პრეფიქსის გარეშე ფიზიკური პირია, თუ ლოკაციების ექსელი ან ბალანსის ბარათი არ ამბობს, რომ ი/მ-ია — RS.ge ზედნადებში ი/მ-ს ცალკე არ ნიშნავს, ამიტომ ეს ორი ფორმა შეიძლება ერთმანეთში ერიოს.

რეგიონი / რაიონი / დასახლება საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფითაა: მხარე → მუნიციპალიტეტი → სოფელი/დაბა/ქალაქი; თბილისში → რაიონი (გლდანი, ისანი…) → უბანი (ვარკეთილი, დიდი დიღომი…). წყარო რიგით: 1) მყიდველების ლოკაციების ექსელი (26.08 და 09.2026 ფაილები, კოდით), 2) ზედნადების „ტრანსპორტირების დასრულების“ მისამართი — ყველაზე ხშირი მისამართი ლექსიკონით იშიფრება. ჩვენი საწყობი (გარდაბანი, ზემო თელეთი) კლიენტის ადგილად არ ითვლება: ასეთი ზედნადები თვითგატანაა. ვისაც მხოლოდ თვითგატანა აქვს, ლოკაცია „—“ აქვს და ხელით უნდა შეივსოს.

„?“ ნიშანი ლოკაციაზე = მისამართიდან დაბალი სანდოობით გამოსული (მაგ. მხოლოდ ქუჩის სახელით) — შესამოწმებელია. ფანქარი სტრიქონის ბოლოს = ხელით ჩასწორება: რეგიონი, რაიონი, დასახლება და ლოკაციის ლინკი. ხელით შეყვანილი (ლურჯად) ავტომატურს ფარავს და ყოველდღიური განახლება მას არ შლის; ყველა ველი რომ გაასუფთავოთ, ისევ ავტომატური დაბრუნდება.

ლოკაციის ლინკი ექსელის ფაილებიდან მოდის (Google Maps). ერთ კლიენტს რამდენიმე ფილიალის ლინკი შეიძლება ჰქონდეს — ყველა ჩანს.

განახლება: ყოველ საღამოს 20:15-ზე, კვირის გარდა. საიდენტიფიკაციო კოდი CSV-ში ტექსტად გადის, რომ წინა ნულები არ დაიკარგოს.