საბაჟო ოპერაციები
| თარიღი | მომწოდებელი | ქვეყანა | თანხა | ვალუტა | წონა, კგ | გამშვები პუნქტი | ||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| იტვირთება… | ||||||||
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები
ოპერაცია = ბუღალტრული პროგრამა „ბალანსის“ ერთი შესყიდვის დოკუმენტი, რომლითაც საქონელი (ანგარიშები 16xx) არარეზიდენტი მომწოდებლისგან (3110.05) შემოდის. მომწოდებელი, ვალუტა, თანხა და საქონლის სია რაოდენობით — პირდაპირ ამ დოკუმენტიდან. ტრანსპორტირების და ტერმინალის ხარჯები (1690.xx) აქ არ ჩანს.
წონა და გამშვები პუნქტი ბალანსში არ არსებობს — RS.ge-ს საბაჟო დეკლარაციებიდანაა (Customs Declarations API). დეკლარაცია დოკუმენტს თარიღით და თანხით ერგება: საბაჟო ღირებულება = საქონლის ლარის ღირებულება + ტრანსპორტირება, ამიტომ 0–70 %-ით მეტია; ქვეყანაც უნდა ემთხვეოდეს. ერთი დეკლარაცია ზოგჯერ ერთი დღის რამდენიმე დოკუმენტს ფარავს (ერთი მანქანა, რამდენიმე ინვოისი) — მაშინ წონა და პუნქტი ყველა სტრიქონზე მთელი გზავნილისაა და ციფრი ნიშნით არის მონიშნული. თუ დეკლარაცია ვერ მოერგო, სვეტებში ტირეა.
საბაჟოზე დარიცხული დღგ (ბალანსის „იმპორტი N“ დოკუმენტი, ანგარიში 3334) დეკლარაციას თანხით ერთვის (18 % საბაჟო ღირებულებიდან) და დეტალებში ჩანს.
ქვეყანა ბალანსის მომწოდებლის ბარათიდანაა (იურიდიული მისამართის ველი). თუ იქ არ წერია, დეკლარაციის გამგზავნი ქვეყანა ჩანს, წყვეტილი ხაზით.
თვის ფილტრი ბალანსის დოკუმენტის თარიღით მუშაობს; რამდენიმე თვე ერთად შეიძლება აირჩეს, ბმულში ინახება. განახლება: ყოველ საღამოს 20:20-ზე, კვირის გარდა — წიგნის საღამოს სინქრონის შემდეგ. თუ წიგნის სარკე 30 საათზე მეტია არ განახლებულა, ან RS.ge არ პასუხობდა, სათაურის ქვეშ ნიშანი ჩნდება.