Intraco

Intraco HQ

შიდა მართვის დეშბორდი — მხოლოდ მოწვეული თანამშრომლებისთვის

← ავტო პარკზე დაბრუნება

გადაზიდვის ხარჯი

რა გვიჯდება ერთი კილოგრამი ტვირთის მიტანა — საწვავი, რემონტი, მძღოლი და დამხმარე ერთად, მიმართულებების და მანქანების მიხედვით

მიმართულებების მიხედვით

წელი
პერიოდი
—
იტვირთება…

მანქანების მიხედვით

იტვირთება…

თვეების მიხედვით

ლარი ერთ კილოგრამზე თვეში — მთელი პარკი და თითო მიმართულება
რაც დათვლაში არ შევიდა — გამოტოვებული მანქანები, გაუნაწილებელი ხარჯი, გაურკვეველი მისამართები
მონაცემების შესახებ — წყაროები და განაწილების წესი

რა იზომება: ერთი კილოგრამი გაყიდული საქონლის მიტანა კლიენტამდე ჩვენივე მანქანით. ტვირთი RS.ge-ს ზედნადებებიდან მოდის — ჩვენი პარკის მანქანით გატანილი გაყიდვები (ტრანსპორტირებით, აქტიური ან დასრულებული), წონა საქონლის სტრიქონებიდან (კგ/ტ პირდაპირ, ცალობითი კი დასახელებიდან: „12x400 გ", „15 კგ"). შიდა გადაზიდვა, დაბრუნება და უწონო ზედნადები ტვირთად არ ითვლება; მისამართი კი „ტრანსპორტირების დასრულების" ველიდან იკითხება და მხარეს მიეწერება.

მიმართულებები: თბილისი; აღმოსავლეთი = კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი; დასავლეთი = იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აჭარა. მისამართი, რომელშიც მხოლოდ ქუჩის სახელი და ნომერი წერია და დასახლება არ უწერია, თბილისში მიტანად ითვლება (გიორგის წესი, 18.09.2026). რაც ამის შემდეგაც გაურკვეველი რჩება (მარტო გვარი ან ადგილის სახელი ნომრის გარეშე), ჯერ ხელით რუკას ემოწმება (გიორგის დადასტურებული მისამართები), დანარჩენი კი აღმოსავლეთ საქართველოს მიეწერება (გიორგის წესი, 18.09.2026) და „რაც დათვლაში არ შევიდა" ბლოკში ჩამოთვლილია, რომ შემოწმდეს.

ხარჯი, დღგ-ს გარეშე: საწვავი — სოკარის ჩასხმები ლარში („საწვავი" გვერდის „საწვავის ხარჯი ლარში" ბოქსი, დღგ გამოკლებული); რემონტი — ბალანსის თითო მანქანის ანგარიში 7481.xx („სარემონტო ხარჯები" გვერდი); მძღოლი და დამხმარე — გროსი ხელფასი 7410.02 („მძღოლების ხელფასები" გვერდი). დამსაქმებლის საპენსიო 2 % და მანქანების ცვეთა აქ არ შედის.

განაწილება, თითო თვე ცალ-ცალკე: მანქანის თვის საწვავი და რემონტი იმ დღეებზე ნაწილდება, როცა მანქანამ ტვირთი წაიღო — დღის GPS-კილომეტრების პროპორციით (შორი რეისი მეტს იღებს), დღის შიგნით კი ზედნადებებზე კილოგრამებით. მძღოლის თვის ხელფასი მის დატვირთულ დღეებზე თანაბრად ნაწილდება, დღის შიგნით კილოგრამებით; მძღოლი, რომელსაც თვეში რეისი არ აქვს (შვებულება), მთელი პარკის ტვირთზე ნაწილდება. დამხმარე მხოლოდ თბილისის რეისებზე დადის, ამიტომ მისი ხელფასი მთლიანად თბილისში მიტანილ კილოგრამებზე ნაწილდება. ლარი ერთ კილოგრამზე = მიმართულების (ან მანქანის) ჯამური ხარჯი / მიტანილი კილოგრამები.

რომელი მანქანა ითვლება: მანქანა-თვე დათვლაშია, თუ იმ თვეში ≥ 3 დატვირთული დღე ან ≥ 1 ტონა ტვირთი აქვს. გამყიდველის და ოფისის მანქანები (რომლებსაც ერთი-ორი წვრილი მიტანა აქვთ) გამოტოვებულია — მათი საწვავიც და ტვირთიც ცალკე, „რაც დათვლაში არ შევიდა" ბლოკში ჩანს, არაფერი არ იკარგება.

არასრული თვე: ხელფასი თვის ბოლო დღით ირიცხება და სოკარის ჩასხმების რეპორტი თვეში ერთხელ მოდის, ამიტომ მიმდინარე თვე ხელფასის და ბოლო ჩასხმების გარეშეა — „იაფი" ჩანს. ასეთი თვე „არასრულია" ნიშნით არის და ნაგულისხმევ პერიოდში არ შედის; პერიოდის სელექტორით მაინც აირჩევა.

განახლება: ყოველ საღამოს, ორშაბათიდან შაბათამდე, 20:45-ზე — საწვავის, რემონტის და ხელფასების გვერდების განახლების შემდეგ, რომ ყველა ერთ დღეზე იყოს.