Intraco

Intraco HQ

შიდა მართვის დეშბორდი — მხოლოდ მოწვეული თანამშრომლებისთვის

← ფინანსებზე დაბრუნება

დებიტორები

კომპანიის დებიტორები — ბუღალტრული წიგნის მიხედვით

დებიტორების სია

დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, დავალიანება, ლიმიტი და ვადაგადაცილება
იტვირთება…
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები

წყარო: ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ — მყიდველების ნაშთები ხელშეკრულებების მიხედვით (Balance Exchange Service, /ClientsBalances). ერთი კონტრაგენტი ერთი სტრიქონია: რამდენიმე ხელშეკრულება ან ვალუტა ერთად იჯამება ლარის ეკვივალენტში. ვალუტიანი ნაშთის გვერდით ნიშანია; მიტანისას ჩანს, რამდენია თავად ვალუტაში.

დებიტორი = დადებითი ნაშთი (მყიდველმა გვმართებს). უარყოფითი ნაშთი — ავანსი — ცალკე, ჩაკეცილ ბლოკშია და დებიტორების ჯამში არ შედის.

გადახურვა კრედიტორებთან: თუ იგივე პირი (საიდენტიფიკაციო კოდით) მომწოდებელიცაა და ჩვენც ვმართებთ, ორი ვალი ერთმანეთს ფარავს. პირი მხოლოდ იმ სიაში ჩანს, სადაც თანხა მეტია — გასუფთავებული ციფრით; „გადახურული“ სვეტში წერია, რამდენით შემცირდა. მაგ.: გვმართებს 100 000 ₾, ვმართებთ 80 000 ₾ → აქ დავალიანება 20 000 ₾, გადახურული 80 000 ₾, კრედიტორებში არ ჩანს. ლიმიტს გადაცილება და ვადაგადაცილება (FIFO) გასუფთავებულ, გადახურვის შემდგომ ნაშთზე ითვლება.

დავალიანების ლიმიტი და ვადა ბალანსში მყიდველის ბარათზეა გაწერილი (დამატებითი რეკვიზიტები). ცარიელი ან 0 = არ არის გაწერილი — გვერდზე „N/A“. ლიმიტს გადაცილებული = დავალიანება − ლიმიტი, თუ დადებითია.

ვადაგადაცილება FIFO-თი: ბალანსი დავალიანებას დოკუმენტების მიხედვით არ აღრიცხავს, ამიტომ გადახდა ყოველთვის უძველეს დარიცხვას ფარავს და მიმდინარე ნაშთი ყველაზე ახალ დარიცხვებზე „ზის“. დარიცხვა = ბუღალტრული ჩანაწერი მყიდველების ანგარიშზე (რეალიზაცია; 31.12.2025-ის საწყისი ნაშთიც ერთი დარიცხვაა — რეალურად უფრო ძველია). ვადაგადაცილებულია დარიცხვის ის ნაწილი, რომლის ასაკი ვადას აღემატება; დღეები = უძველესი გადაუხდელი დარიცხვის ასაკი მინუს ვადა. ვადის გარეშე — „N/A“. თუ ჟურნალის ნაშთი ბალანსის ნაშთს არ ემთხვევა (ვალუტის გადაფასება, სხვა ანგარიში), სტრიქონზე „!“ ნიშანია და მიტანისას წერია, რა განსხვავდება.

განახლება: ყოველ საღამოს 20:00-ზე, კვირის გარდა — ბუღალტრების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. თუ ბოლო განახლება ორ დღეზე მეტისაა, სათაურის ქვეშ გაფრთხილება ჩნდება.

საიდენტიფიკაციო კოდი ისეა, როგორც ბალანსში წერია: 9-ნიშნა ორგანიზაციისთვის, 11-ნიშნა ფიზიკური პირისთვის. CSV-ში ტექსტად გადის, რომ წინა ნულები არ დაიკარგოს.