Intraco

Intraco HQ

შიდა მართვის დეშბორდი — მხოლოდ მოწვეული თანამშრომლებისთვის

← ფინანსებზე დაბრუნება

ადგილობრივი კრედიტორები

საქართველოში რეგისტრირებული პირები, რომელთა მიმართ დავალიანება გვაქვს — ბუღალტრული პროგრამის მიხედვით

დავალიანება კრედიტორების მიხედვით

იტვირთება…
დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი ტიპი დავალიანება გადახურული
იტვირთება…
მონაცემების შესახებ — წყარო და დაშვებები

წყარო: ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ — მომწოდებლების ნაშთები (VendorsBalances) და მომწოდებლების ცნობარი (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ქვეყანა). სია ახლდება ყოველ საღამოს 20:00-ზე, კვირის გარდა; ციფრი ისეთია, როგორიც იმ წუთში წიგნშია.

ვინ ჩანს სიაში: ყველა საქართველოში რეგისტრირებული პირი — კომპანია (9-ნიშნა კოდი), სახელმწიფო უწყება, ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირი (11-ნიშნა კოდი) — რომლის მიმართ წიგნში ჩვენი დავალიანება დგას. ტიპი კოდის სიგრძით და დასახელებით დგინდება. ერთი პირის რამდენიმე ხელშეკრულება და ვალუტა ერთ სტრიქონად არის შეკრებილი, ლარის ეკვივალენტით; თუ ნაშთი რამდენიმე ვალუტაშია, თანხის გვერდით ნიშანია და მიტანისას ვალუტების ჭრილი ჩანს.

ვინ არ ჩანს: უცხოური მომწოდებლები (იმპორტი), ბანკის საკრედიტო ხაზები და ის პირები, რომლებთანაც ნაშთი ჩვენს სასარგებლოდაა (წინასწარ გადახდილი ავანსი). მათი ჯამები ქვემოთ, სტატისტიკაშია, რომ სურათი სრული იყოს.

გადახურვა დებიტორებთან: თუ იგივე პირი (საიდენტიფიკაციო კოდით) მყიდველიცაა და ისიც გვმართებს, ორი ვალი ერთმანეთს ფარავს. პირი მხოლოდ იმ სიაში ჩანს, სადაც თანხა მეტია — გასუფთავებული ციფრით; „გადახურული“ სვეტში წერია, რამდენით შემცირდა. მაგ.: ვმართებთ 100 000 ₾, გვმართებს 80 000 ₾ → აქ დავალიანება 20 000 ₾, გადახურული 80 000 ₾, დებიტორებში არ ჩანს. თუ მისი ვალი მეტია, პირი დებიტორებში რჩება და აქედან გადის.